„ბოლო იდეა რაც მქონდა, იყო ის, რომ თანაცხოვრების ახალი ფორმა მოგვეძებნა. თუნდაც, შევკრებილიყავით და იმაზე გვესაუბრა, რა გვქონდა საერთო.
საერთო ამ შემთხვევაში არის ის, რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა მისული და მას მართავს არალეგიტიმური ადამიანი, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჰყავს… ძველი 90-იანი წლების გამოთქმა რომ გავიხსენო, „აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა“, რომლის ძირითად ბირთვს არ აქვს პოლიტიკური მართვის გამოცდილება და ვერ გრძნობს ხალხის ტკივილს. ეს მგრძნობელობა არ აქვს ივანიშვილსაც, რომელიც მხოლოდ იმითაა დაკავებული რომ აქეთ-იქეთ ხეებს დაატარებს“, – განაცხადა უგულავამ.
მან, გადაცემა „არჩევანში“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის 10 უმნიშვნელოვანესი წელი ჰქონდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შანსი, ყოფილიყო ეტალონი. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი 10 წელი, ამას გადაუჭარბებლად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეცდომაც გვქონდა.
მაგრამ იმისათვის, რომ სრულფასოვანი სახე მიეღო და გამოწვევებისთვის გაეძლო, აუცილებელი იყო პარტიული რეფორმები, პარტია, ეს არაა ჯარის ერთეული, ეს არის, როგორც თავის დროზე მიშამ თქვა „ძალიან ბევრი თავზეხელაღებული ადამიანის ერთობა“, – აღნიშნა უგულავამ.
გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონდა პარტიის კოლექტიური მმართველობა და ერთპიროვნული ლიდერობა სურდა.
„გამწვავებაზე წამოვიდა თვითონ მიშა. მისი პირველი არასწორი მოთხოვნა იყო პარლამენტში არშესვლა და ა.შ. მე დათო ბაქრაძესაც ვუთვლიდი ციხიდან, იქნებ ვცადოთ, ჩადი და დაელაპარაკე, მაგრამ მისგან იყო მყარი გადაწყვეტილება – ყრუ კედელი. მას პრინციპულად არ უნდოდა ის სტატუს-კვო პარტიაში რომელიც 2013 წლიდან დაინერგა, ეს იყო კოლექტიური გადაწყვეტილებები და მმართველობა“, – განაცხადა უგულავამ.