გიგი უგულავა: მთავარი მიმართულება მაჟორიტარი დეპუტატების აღვირახსნილობის ალაგმვა იქნება

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთის ემზადება, რატა მასზე ძლიერად იყოს წარმოდგენილი. ამის შესახებ უგულავამ გურჯაანში ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ განაცხადა.

“გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი პარტია ძლიერად იყოს წარმოდგენილი. მთავარი მიმართულებები, ისევე როგორც საქართველოს ყველა სხვა რაიონში იქნება მინი-ოლიგარქებად ჩამოყალიბებული ადგილობრივი ხელისუფლებებისა და მაჟორიტარი დეპუტატების აღვირახსნილობის ალაგმვა, ინფორმაციის მოძიება, საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს, რა საფრთხელ წარმოადგენს ოლიგარქიული მმართველობა”,- აღნიშნა უგულავამ.

ipress.ge

Comments
Loading...