გიგი უგულავა: სააკაშვილზე მეტად ვარ მძაფრი პოლიტიკური ბრძოლის მომხრე

“მიხეილ სააკაშვილზე მეტად ვარ მძაფრი პოლიტიკური ბრძოლის მომხრე. სამწუხაროდ, სააკაშვილი ამაზე უფრო მეტად ლაპარაკობს, ვიდრე ახორციელებს”,-ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ TVპირველის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რევოლუციის საკითხი “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ნარატივია.

“ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველა ჩვენ თვითონვე ვიღებთ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ამაზე არ არის ლაპარაკი.

რადიკალური ბრძოლის მომხრე ვარ მე, როცა ქვეყანა იღუპება, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გადაარჩინო. მე არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, ამაზე ტრაბახი, იქ ლაპარაკი სადაც არ არის საჭირო, მით უმტეს, როცა იცი რომ ყველაფერს ისმენენ და ამას ამოგიგდებენ და დააზარალებ ისევ საკუთარ საქმეს, მათ შორის იმ საქმეს, რომელზეც შენ იქ ლაპარაკობ.

ახლა შევეხოთ იმ ყბადაღებულ ნარატივს, რომელიც ოცნებამ შექმნა რევოლუციასთან დაკავშირებით, რევოლუცია არ არის თავისთავად სიკეთე, რევოლუცია არის ყველაზე ცუდი გამოსავალი გამოსავალთა შორის, ეს უნდა ვიცოდეთ. ვისაც ეს არ ესმის, “დოქტორ ჟივაგო” წაიკითხოს, თუ ვინმეს დაავიწყდა რა არის რევოლუციები. არც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ რომ ვარდებით გამოვიდა ეს, შემდეგ სხვანაირად გამოვა. არც ამაზეა ლაპარაკი.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან თავად ვერ გაარკვია რა უნდოდა, შესაბამისად ეს ვერ გადმოსცა იმ ხალხს ვინც გვერდზე ედგა, ვინც მისი გუნდის წევრები იყვნენ. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის, რომ მას რევოლუცია უნდოდა.

ერთმანეთისგან უნდა გავყოთ, რა შეიძლება უნდოდეს ადამიანს, მიშა სააკაშვილი სადაც არ უნდა იყოს გამოცდილი პოლიტიკოსია და დიდი გამოცდილება აქვს, არაადეკვატური ამ გაგებოთ არ არის, ეს უფრო “ოცნების” შექმნილი ნარატივია, იგივე კარტი გაათამაშეს, რომ შეექმნათ საფრთხობელა განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილისგან”,-განაცხადა უგულავამ.

ipress.ge

Comments
Loading...