თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
მას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ვადა დღეს შეუმცირდა.
საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში სასამართლომ უგულავას სასჯელი გადააკვალიფიცირა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სასჯელად 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუტოვა.
ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში თბილისის ყოფილი მერი 2015 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
წყარო:epn.ge