გიგლა აგულაშვილის პოსტი შესაძლოა ნინო სულხანიშვილმა დაიკავოს

მთავრობის წევრები მმართველ გუნდში გასახორიცელებელ ცვლიელებებს ელოდებიან და კოალიციის დაშლასაც არ გამორიცხავენ. მინისტრებმა განმარტებები პრემიერის თავმჯდმარეობით გამართული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება გარემოს დაცვის მინისტრი. გავრცელებული ინფორმაციით, გიგლა აგულაშვილის პოსტი შესაძლოა მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა დაიკავოს.

აგულაშვილი აფიქსირებს სულხანიშვილის მიმართ პატივისცემას და აცხადებს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

“ძალიან დიდ პატივს ვცემ ნინოს, ვთანამშრომლობთ იმ ფორმატში, რაც ჯერჯერობით გვაქვს. ალბათ ინფორმაციის გამავრცელებლებს უნდა კითხოთ, საიდან არის ეს წყარო, რას ეყრდნობა მათი განცხადება. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. არაფერს გამოვრიცხავ, როგორც ამბობენ, ხანდახან შეუძლებელიც კი შესაძლებელიაო,” – განმარტა გიგლა აგულაშვილმა.

წყარო: marshalpress.ge

Comments
Loading...