გიორგი არეშიძემ და ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობები დატოვეს

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თანამდებობებს ტოვებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი.
“ორი საკადრო ცვლილება განხორციელდება. პირველი ეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი არეშიძეს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად იმუშავა დედაქალაქის მერიაში, ისევე როგორც ჩემს საარჩევნო კამპანიაში და 24-საათიან რეჟიმში გვერდში მედგა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ ეს არის თავად არეშიძის გადაწყვეტილება და მის კერძო სექტორში გადასვლას უკავშირდება.
დავით ნარმანიამ გიორგი არეშიძეს, ისევე როგორც ბიძინა გიორგობიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Comments
Loading...