გიორგი ჩემია მოსამართლედ ვერ დაინიშნა

სანდრო გირგვლიანის საქმის ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია მოსამართლედ ვერ დაინიშნა. ჩემიას მოსამართლეობა თბილისის სააპელაციო, საქალაქო და მცხეთის რაიონულ სასამართლოებში სურდა. მას კანდიდატურა ამ სამი სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიაში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ის რამდენჯერმე გადავიდა მეორე ტურში, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა, რაც შეადგენს საბჭოს წევრების ორ მესამედს, ანუ მინიმუმ 10 ხმას, ვერ მოაგროვა.
გიორგი ჩემია მოსამართლე 2002-2012 წლებში იყო. მას კანდიდატურა გასულ წლებშიც ჰქონდა წარდგენილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...