გიორგი ეზუგბაია: რუსულ ბაზარზე ქართულმა პროდუქციამ,მაღალი ხარისხის თურქული პროდუქტი უნდა ჩაანაცვლოს

DeA ITALY-ის (ISO-სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის) კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღანელი გიორგი ეზუგბაია საქართველოში ISO-ს სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მომუშავე ბიზნესი ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო ბაზრებზე და საქართველო, როგორც განვითარებადი ქვეყანა, საჭიროებს სტანდარტების მასობრივ დანერგვას, რათა ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება.
,,ბიზნესისთვის საერთაშორისო სტანდარტების ფართოდ გავრცელება ნიშნავს იმას, რომ მწარმოებელს შეუძლია შეიმუშაოს და მომხმარებელს შესთავაზოს პროდუქცია და მომსახურება, რომელიც შესაბამის სექტორებში საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საერთაშორისო სტანდარტები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებას და გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს მწირი რესურსების ინვესტირებისას სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია კომპანიის განვითარების საწყისი ეტაპიდან, დავნერგოთ მენეჯმენტის ხარისხის მართვა და შესაბამისი სტანდარტებით მუშაობა, რაც ასევე ამარტვივებს სტანდარტების დანერგვის პროცესს და წინგადადგუმილი ნაბიჯია კონკურენტებთან შედარებით’’, – აცხადებს ეზუგბაია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მენეჯმეტის ხარისხის მართვის ამაღლება, სტანდარტიზაციის ნორმების დანერგვა. იმის გათვალისწინებით, რომ წინ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება და იქ კი 500 მილიონიანი, მაღალი ხარისხის პროდუქციით გაჯერებული და ძლიერი კონკურენციის მქონე ბაზარი გველოდება.
,,აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ქართული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზარიც იხსნება, რუსულ ბაზარზე კი ქართულმა პროდუქციამ ძირითად შემთხვევაში, საკმაოდ მაღალი ხარისხის თურქული პროდუქტი უნდა ჩაანაცვლოს. აქედან გამომდინარე, კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენენონ არსებული დრო და მთელი რესურსი ხარისხის ამაღლებას დაუთმონ, პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის სრული ციკლის პერიოდში”, -აღნიშნავს ეზუგბაია.

გიორგი ეზუგბაიას განცხადებით, ISO ადგენს სტანდარტებს 160-მდე ქვეყანაში და მთელს მსოფლიოშია მიღებული.
“მწარმოებლებს შორის დიდია კონკურენცია მომხმარებლის მოსაზიდად. შესაბამისად, თუ მათი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, მეტი შანსი აქვთ მოიზიდონ მომხმარებელი და მიიღონ უფრო დიდი შემოსავალი. დღეისათვის, კი საქართველოში დიდი მოთხოვნაა ISO 9001 სტანდარტზე, ასევე ISO 14001 და ISO 18001, თუმცა კვების პროდუქტების მწარმოებელ ორგანიზაციებში გაიზარდა HACCP (Hazard Analiysis and Critical Control Points) სისტემის დანერგვის მოთხოვნაც. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ შეთავაზებას კომპანიებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დანერგვასა და სერთიფიცირებაში, რაც გულისხმობს ფასდაკლებას, როგორც საკონსულტაციო მომსახურებაზე, ასევე სერტიფიცირებაზე. DeA ITALY -ის კავკასიის რეგიონალური ოფისი უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშოაბს და საერთაშორისო სტანდარტის ISO სტერტიფიცირების პროცესს სხვადასხვა სფეროს კომპანიებში ახორციელებს. 2016 წელს, კი ვგეგმავთ ხელი შევუწყოთ კომპანიებს, ოპტიმალური რესურსებით და დანახარჯებით შეძლონ სტანდარტების დანერგვის პროცესის დროულად განხორციელება, რათა დააკმაყოფილონ გაზრდილი მოთხოვნები, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მაღალი კონკურენცია ევროპის და რუსეთის ბაზრებზე”, – განაცხადა ISO-ს კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღანელმა.

Comments
Loading...