გიორგი გაბედავა ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგოდ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში მის მიერ მომზადებულ ფილმს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დაწყებული პროპაგანდა ერთნაირსექსიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, საწყისშივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, რადგან ქართველი, მართლმადიდებელი ერი ამას არ დაუშვებს.

https://www.youtube.com/watch?v=TUQSQ-YM1eo#t=71

„ეს არის ჩემს მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც უწმინდესის თხოვნით გავაკეთე, რომელიც ანახა უწმინდესმა დიპლომატიურ კორპუსს, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლებს… კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ, რაც სხვა ქვეყნებში ხდებოდა ლგბტ პროპაგანდის და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, იმის მეასედი არ მომხდარა საქართველოში, მაგრამ როგორც ყოველთვის საქართველო გახდა განტევების ვაცი საერთაშორისო არენაზე…

ორმაგ სტანდარტებს ვერ გადაეჩვივნენ ჩვენი დასავლელი „მეგობრები”. ყველას გთხოვთ ნახოთ ფილმი და ანახოთ მათ ვინც ევროპას გაიძახის და ჩვენ ბნელებს გვიწოდებს, მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს ვის ქვეყანაშიც დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ვიზიარებ იმ დიდ მწუხარებას რასაც განიცდიან ვიდეოზე ასახული ადამიანები, ევროპის უბრალო მცხოვრებნი, რომლებიც გახდნენ ამ ბინძური პროპაგანდის მსხვერპლნი!

პ.ს. საქართველოში ერთსქსეიანთა ქორწინება არ დაკანონდება სანამ ბოლო ქართველი იქნება დედამიწაზე ცოცხალი! ქართველი პირდაპირი გაგებით და არა უბრალოდ ეროვნებით!!!”

Comments
Loading...