გიორგი გაბედავა:მათ მხარესაა სოროსი და ნაცმოძრაობა, ჩვენს მხარესაა ღმერთი,პასუხი უნდა მოვთხოვო ამ ადამიანის მაგვარ არსებებს

დღეს საღამოს 7 საათზე, კანცელარიასთან იკრიბება იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუდამ ეწინააღმდეგება ჩვენი უწმინდესის ნებისმიერ პოზიციას! მე მივდივარ 7 საათზე რათა პასუხი მოვთხოვო ამ ადამიანის მაგვარ არსებებს!!! არაფერი პირადული! მხოლოდ ყელში ამოვიდა სარწმუნოების და ეკლესიის შეურაცხყოფა, და ეკლესიის წევრების! ეს საქართველოა გახსოვდეთ ფულის მონებო!!!

_ ბატონო გიორგი ვინ არიან ეს ადამიანები?მათი აზრით საერო მმართველობასთან სასულიერო პირები, არაფერ შუაში არ უნდა იყვნენ და ეს “კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.” მათი აზრით, “ჩვენ ირანს ვემსგავსებით.”

– ყორღანაშვილები! “ეს ადამიანები რომლებიც ადამიანის პატიმრების უფლებებს არასოდეს იცავდნენ,გამოდიან დღეს ეკლესიის წინააღმდეგ და ეს პირველი არაა მათი მხრიდან.მათ დაავიწყდათ,რომ მართლმადიდებლები გამარჯვებულ ომში ვართ ჩაბმულები,მათ მხარესაა სოროსი და ნაც _ მოძრაობა, ჩვენს მხარესაა ღმერთი.ირანს როგორ უნდა დავემსგავსოთ, ამაზე საუბარიც კი სასაცილოა, არარსებულ საფრთხეებზე ლაპარაკს ჯობია გათურქების საფრთხეზე უსაუბრონ, თუ მართლა ადარდებთ ქვეყნის ბედი.

Comments
Loading...