პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ზეწოლის სავარაუდო მსხვერპლი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“გუშინ როდესაც პროკურორის სანახავად მივდიოდით მე, ჩემი ადვოკატი და იბერიას ჟურნალისტები ბორჯომში შეგვხვდა რამდენიმე ადგილობრივი, რომლებმაც გვთხოვეს რომ დავრჩენილიყავი 2 კვირა ბორჯომში და იქნებ წესრიგი დამყარებულიყო. ამ საქმეს ბოლომდე თუ არ მიყვებით თქვენს ტელევიზიას შევიძულებო ქალმა გვითხრა.
ადგილობრივების თქმით ბორჯომის პოლიცია სისტემატურად სცემს, უკანონოდ აკავებს, აფურთხებს და შეურაცხყოფს ახალგაზრდებს, ღამე ქუჩაში ბიჩი ვერ დამდგარა მაგათი შიშითო.
მოსახლეობა არის პოლიციისგან დაშინებული და დატერორებული!
ეს ადამიანები ითხოვენ შველას!” -წერს გასვიანი