გიორგი გაბედავა – ბიოგრაფია


“დავიბადე 1991 წლის 2 აპრილს, ქალაქ ზუგდიდში. 6 თვის როდესაც ვიყავი მოგვიწია ცოტახანი გროზნოში წასვლა და მერე იქიდან მოსკოვში, გროზნოში ზვიად გამსახურდიასთან, მამაჩემი მისი თანამებრძოლი გახლდათ და ამის გამო ზუგდიდში ვერ გა¬ჩერდებოდა, მხედრიონი რუსის ჯართან ერთად ნადირობდა ზვიადისტებზე. გროზნოდან ზვიად გამსახურდიას დავალებით მამაჩემი წავიდა მოსკოვში და იქ ვცხოვრობდი 5 წლამდე. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და დავიწყე სწავლა, დავამთავრე თბილისის 207-ე გიორგი ჭყონდიდელის სახელობის სკოლა. 16 წლიდან ვმუშაობდი საპატრიარქოს ტელევიზიაში, რეჟისორი ვარ პროფესიით, დოკუმენტურ ფილმებზე ვმუშაობდი. ტელევიზიიდან წამოვედი ნაცმოძრაობის ზეგავლენის მოქცევის ქვეშ, 2009 წელს. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, მას ვებრძოდი როგორც შემეძლო 2006 წლიდან,როდესაც დავინახე ახალგაზრდებს როგორ ხოცავდნენ ქუჩაში მთავრობის დავალებით პოლიციელები რომლებსაც წესით ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაეცვა. არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ მითანამშრომლია აქციებზე დავდიოდი რათქმაუნდა. 2008 წელს ვიბრძოდი მე-19 მოხალისეთა ბატალიონში. რის გამოც პრობლემები შემექმნა, რადგან 17 წლის ვიყავი და გაფორმებული ვიყავი როგორც 18 წლის, პირადობის ასლი მივიტანე გადაკეთებული, ბატალიონში სხვაგვარად არ მიმიღებდნენ.

2008 წელს ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც ხშირად მიწევდა სარწმუნოების დაცვა, რადგან რექტორი და მისი მოადგილე, სერგო რატიანი, ვერ იტანდნენ მართლმადიდებლობას და ეკლესიას შეურაცხყოფდნენ ხშირად.2010 წელს სტუდენტების უმრავლესობის ხელმოწერები შევაგროვე რათა გაგვეხსნა სალოცავი კუთხე, მოგეხსენებათ თსუ-ში, სასოფლოში და სხვა უნივერსიტეტებში არის ან ტაძარი ან სალოცავი კუთხე და ჩვენც გვინდოდა გვწონოდა საშუალება სანთელი დაგვენთო უნივერსიტეტში ყოფნის დროს, სადაც მთელ დღეებს ვატარებდით სტუდენტები. ამის პასუხად გიგი თევზაძემ შემომითვალა, ტუალეტში გახსენი სალლცავი კუთხეო რაზეც პროტესტი გამოვთქვით, და საპასუხოდ ერეკლე დეისაძის წიგნის ორეზენტაცია გაგვიმართეს უნივერსიტეტში, პრემიაც გადასცეს უნივერსიტეტის სახელით. ამან აღაშფოთა სტუდენტობა და დავიწყეთ აქციები, რასაც მოყვა ჩემი და ჩემი მეგობრების დაკავება, რათქმაუნდა შეკერეს საქმე თითქოს დავით აქუბარდია ვცემეთ. მოგვისაჯეს 4 წელი და 6 თვე. ხშირად ცდილობდნენ “აღიარების” მოპოვებას და უსუსურ მეთოდებს მიმართავდნენ, თითქოს ღვიძლი მეშლებოდა და თუ არ “ვაღიარებდი” ვერ გამიშვებდნენ და მოვკვდებოდი. რათქმაუნდა ეს ყველაფერი გასაგები და ადვილად მისახვედრი იყო. რომ.მოგვისაჯეს მეორე დღეს უწმინდესი შემოვიდა ჩვენს სანახავდ და გაგვამხნევა. გვერდში გვედგა მისი უწმინდესობა ბოლომდე რადგან იცოდა სარწმინოებას ვიცავდით და დანაშაული არ გვქონდა. ამ პერიოდებში ჩვენი საქმე გადაიგზავნა ევროპის სასამართლოში და გაგვამართლეს მაგრამ მთავრობამ არ გაიGვალისწინა და აპელაციამაც და უზენაესმაც იგივე განაჩენი დატოვა, აპელაციის მოსამართლე გახლდათ გიორგი ჩემია, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელები გაუშვა…

2013 წლის 13 იანვარს გამივედით ციხიდან, პოლიტპატიმრების სტატუსით რადგან დამტკიცდა ჩვენი უდანაშაულობა უამრავ არასამთავრობოში და კომისიაში. გამოსვლისთანავე მომიწია ოცნებასთან დაჯახება, რადგან სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად იდეოლოგიური ნაციონალების მოყვანა დაიწყეს სათავეში, ანუ რესპუბლიკელების, პირველი იყო თამარ კორძაიას კანდიდატურა რომელიც ნაძალადევში იყრიდა კენჭს სუალედურ არჩევნებში ოცნების სახელით. ჩემი ვარაუდი გამსრთლდა და ამ ქალმა დაიწყო უწმინდესის შეურაცხყოფები საპარლამენტო ტრიბუნიდან და ე.წ. სექსუალური უმცირესობების თემით მანიპულირება.

2013 წლის 17 მაისს შევიტანე მერიაში განცხადება ლგბტ პირების წინააღმდეგ აქციის ჩასატარებლად, რაზეც თანხმიბა მომივიდა, აქციაზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მოვიდა და შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად ჩავატარეთ, რომ არ სასულიერო პირები, სიტუაციას ვეღარ გავაკონტროლებდი. 2014 წლის ზაფხულში არჩევნების მერე უშიშროებიდან მირეკავდნენ, ითანამშრომლეო, მთავაზობდნენ ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას რომელიც ნაცებს სცემდა, მაგრამ უარი ვთქვი და წავედი თურქეთში, რადგან რასაც ვებრძოდი იგივეს მთავაზოდბნენ, ზონდერობა რომ მდომოდა ნაცებთანაც ვიქნებოდი. თყრქეთიდან წამოვედი მოსკოვში მამაჩემთან, რონელსაც დღესაც პოლიტდევნილის სტატუსი აქვს.
2015 წლის დასაწყისში ჩემმა ადვოკატმა შეიტანა საჩივარი გრნერალირ ინსპექციაში, რამაც გამოიღო შედეგი და ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში ხშირად. მოსკოვში მუშაობა დავიწყე ქართულ პროექტზე, რომელიც შოუბიზნესს უკავშირდება. ვეხმარები საქართველოდან ჩამოსულ ჩემს უახლოეს მეგობარს. როგორც კი არ იქნება ჩემი დახმარება საჭირო, ჩამოვალ და გავაგრძელებ საზოგადოებრივ საქმიანიბას, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვა და რეალურ პრობლემებზე რეაგირებას. აქედანაც რითაც შემიძლია ვაკეთებ ჩემსას და არასოდეს დავხუჭავ თვალს ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებზე.

Comments
Loading...