გიორგი გიგაური – პაატა ბურჭულაძე, გარეწარი ხარ!

გაზეთ “ასავალ დასავალის” ჟურნალისტი გიორგი გიგაური, მსოფლიოში რუსულ ბანად ცნობილ საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს აკრიტიკებს და მას სააკშვილის მართულს უწოდებს:

– ,,ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?”
დავით გურამიშვილი

სააკაშვილს ბურჭულაძე ყურებით უჭირავს და, რასაც უნდა, იმას ამღერებს!
დიახ, პოლიტიკაში ნაცების მიერ წიხლით შემოგდებული პაატა ბურჭულაძე, იმდენად ცოდოა, რომ იძულებულია, მიშტლერს არიები უმღეროს!

,,სიმართლე უნდა ითქვას, სააკაშვილმა მმართველობის პირველი წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ქვეყანა დააყენა ფეხზე. ყოველთვის ვედექი ქვეყნის განვითარებას გვერდში. დღეს მითხარით, ვინ არის ისეთი, ვისაც გვერდში შეიძლება დავუდგე?!

არ არის აუცილებელი, პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში…” – აცხადებს ბურჭულაძე ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში…

ანუ გურამ შარაძის, ბუტა რობაქიძისა თუ ათასობით ამაზრზენი დანაშაული, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მხოლოდ მმართველობის პირველ წლებში ჩაიდინეს, ამ უშუბლისძარღვო ბურჭულაძისთვის ,,ქვეყნის ფეხზე დაყენება” ყოფილა!

არადა, ემღერა ამ საბრალოს სცენაზე – ქართველი ხალხისგან პატივისცემის მეტს რას მოიმკიდა?!

თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილს ისეთი კომპრომატები აქვს ბურჭულაძის ,,საქველმოქმედო ხელმრუდობაზე”, რომ, როგორც იტყვიან, ყურებით უჭირავს!

მოკლედ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ვიტყვი:
პაატა ბურჭულაძე, გარეწარი ხარ!..

/ფოტო გადაღებულია 2015 წლის 11 ივნისს, სააკაშვილთან ქეიფისას../” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გიგაური.

Comments
Loading...