გიორგი გუგავა – ბიძინა ივანიშვილს ,,ლეიბორისტული პარტიის” ეშინია

,,გაუჭირდა ივანიშვილს და ისევ აპირებს ახალი ტრიუკების დატრიალებას”, – ასე გამოეხმაურა Ptn.ge – სთან საუბრისას ,,ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ,,ლეიბორისტული პარტია” ნაციონალური მოძრაობის ფილიალია.

,, ეს არის პერსონა, რომელმაც 2003 წლის ვარდების რევოლუცია დააფინანსა, შემდგომ ხელფასს უხდიდა სააკაშვილის მთავრობასა და პარლამენტს, ასევე სააკაშვილისთვის 150 მილიონი ყოველწლიურად სტავკა მიჰქონდა, აფინანსებდა სააკაშვილის დედას, სააკაშვილის მეუღლის რადიოს, ბანკში ჰქონდა ხუთას სპეცრაზმელს ანგარიში გახსნილი, პრემიები აიღეს 2007 წელს, როდესაც დაგვარბიეს. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ,,ნაციონალური მოძრაობას” კოჰაბიტაცია გამოუცხადა, შეინარჩუნა და დატოვა პოლიტიკურ არენაზე და ნაძარცვი ფულიც შეარჩინა და ეს კაცი ურცხვად დღეს ლაპარაკობს ისევ ჩვენს ფსევდოოპოზიციონერობაზე. ჩვენ ამ წლების მანძილზე, გარდა დევნისა, სიციოცხლისთვის საშიში სიტუაციისა, ნაცვლად იმისა, რომ ხალხის გვერდით დამდგარიყო, როგორც გითხარით იმ რეჟიმის მთავარი ფინანასური გარანტი იყო, აქედან გამომდინარე მან ერი ხელმეორედ გადააგდო და მოატყუა ისევ ხელმეორედ ცდილობს გადაგდოს ამ განცხადებებით, იმიტომ რომ ეშინია ,,ლეიბორისტული პარტიის” მას, იმიტომ რომ ჩვენ ვამხელთ მას და ჩვენ ვიქნებით მისი პოლიტიკური მესაფლავეები, როდესაც შევცვლით ამ რეჟიმს, ყველა მის დანაშაულებრივი საქმინაობის შესახებ მტკიცებულებები დაიდება და პასუხისმგებლობა მოუწევს მას, არ გამოუვა ხელმეორედ ტრიუკების გათამაშება”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

პოლიტიკოსის განცხადებით, დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ,,ლეიბორისტული პარტიაა”.

,, მისი და ოცნების სრული დისკრედიტაცია მოხდა. მათ დაკარგეს ნდობა ხალხში, აქედან გამომდინარე, მას დღის წესრიგში უდგას რამენაირად შეინარჩუნოს დაკარგული ძალაუფლება. ბუნებრივია მთავარი ოპოზიციური ძალა დღეს არის ლეიბორისტული პარტია და ის ცდილობს მოახდინოს ჩვენი აპელირება ნაცებთან, მაგრამ არ გამოუვა ხალხმა მოსატყუებელი კბილი უკვე გამოიცვალა” – განაცხადა გიორგი გუაგავამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.