გიორგი გუგავა: გამორიცხული არ არის, მალე ქვეყანაში ჩრდილო კორეული მმართველობა მივიღოთ

„გამორიცხული არ არის მალე ქვეყანაში ჩრდილო კორეული მმართველობა მივიღოთ, სადაც სწორება იქნება ერთ ადამიანზე (ბიძინა ივანიშვილი“ და ლამის შეიძლება ის მალე ღმერთად გამოგვიცხადონ ქვეყანაში“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ტელევიზიები „ხელში ჩაიგდოს“ და თავისი ძალაუფლება განამტკიცოს.

„არჩევნების ტოტალურად გაყალბების შემდეგ, როდესაც ხელისუფლების უზურპირება მოახდინა კრიმინალ-ოლიგარქ ივანიშვილმა გადაწყვიტა დაასრულოს ის საქმე, რაც ქონდა დაწყებული, ხელში ჩაიგდოს ტელევიზიები, რათა შექმნას ისეთი ვირტუალური გარემო, ამ ტელევიზიების მეშვეობით, რომელიც განამტკიცებს მის ძალაუფლებას.

აქედან გამომდინარე ხელში ჩაგდო „მაესტრო“, „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და დრეს, როგორც „ენ ტე ვეა“ კრემლისთვის, იგივე ხასიათის არიან ეს ტელევიზიები.

გადაწყვიტა უკანასკნელი ბასტიონი, როგორიც არის „რუსთავი 2“, აიღოს ხელში და ამისათვის იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გომელაურს, რომელიც მისი პირადი დაცვის უფროსი იყო. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ამ მოსამართლეებზე ზეწოლა. ბოლო წვეთი იყო ივანიშვილისათვის, რაც „რუსთავი 2“-ით ბოლო დღეებში გაშუქდა – მტერთან თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენდა საუბედუროდ ქართული სპეცსამსახურები ახორციელებენ, ქართველი მეომრების შესახებ ინფორმაციები გადასცეს, რომელიც გამოქვეყნდა რუსულ პრესაში, მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა დააყენეს საფრთხის ქვეშ. სწორედ ეს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც იდეაში უნდა იცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, რეალურად წარმოადგენს ივანიშვილის ხელში მთავარ იარაღს, რათა გაუსწორდეს საკუთარ მოწინააღმდეგეს და ამ შემთხვევაშიც იმ მოსამართლეების წინააღმდეგ სწორედ სუს-მა განახორციელა ის ოპერაციები, შანტაჟის, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, რომ მიიღონ სასურველი გადაწყვეტილება, ანუ სასამართლოს მეშვეობით ფორმალურად ხელში ჩაიგდონ „რუსთავი 2“, ამით დაასრულებენ ალბათ ამ ტელევიზიების მონოპოლიზებას, და შექმნან სასურველი გარემო ქვეყანაში, ვირტუალური გარემო, რომელშიც ბედნიერად წარმოედგინება თითოეულ ადამიანს თავი“, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან გიორგი გუგავამ.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილის ბატონობა დასრულდეს.

„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ნადავლი, ისე ჩაიგდო ეს ქვეყანა და მის ინტერესებს საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე ყიდის. რაც შეიძლება მალე უნდა გამოვგლიჯოთ ჩვენი ქვეყანა ძალაუფლებას, სხვაგვარად ჩვენ მომავალი არ გვიწერია. გამორიცხული არ არის, მალე ჩრდილო კორეული მმართველობა მივიღოთ ქვეყანაში, როდესაც სწორება იქნება ერთ ადამიანზე და ლამის შეიძება ის მალე ღმერთად გამოგვიცხადონ ქვეყანაში“, – აღნიშნა გიორგი გუგავამ.

Comments
Loading...