გიორგი კალანდია:სომხურ ლობისტობას ისტერიკით და ინტერნეტ ღმუილით კი არა საქმით უნდა ვუპასუხოთ!

სომხური ლობის ადვოკატად
არ გამოვდგები! 4 სერიანი ფილმი მიუძღვენი მათ გაუმართლებელ მტაცებლობას მეცნიერებაში, ხელოვნებაში! მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენი შეცდომები არ დავინახოთ! სომხურ ლობისტობას ისტერიკით და ინტერნეტ ღმუილით კი არა საქმით უნდა ვუპასუხოთ, აბა ნახეთ რამდენი ქართული ცეკვაა შეტანილი იუნესკოს არამატერიალური ძეგლების ნუსხაში!? არცერთი!!! ამიტომ ფუჭსიტყვაობას საქმის კეთება ჯობია და შემომდავებელიც აღარ გვეყოლება! დაჯდნენ ქართველი მეცნიერები და მოამზადონ ნომინაცია, ზუსტად ვიცი სამინისტრო და სააგენტო მხარს დაუჭერს, ჩვენი ინიციატივით რამდენიმე წლის წინ ფერხული რომ გაძეგლდა ერთმა ჯგუფმა კინაღამ ჯვარს გვაცვა! ასე რომ ბატონებო საქმე და არა ინტერნეტ ისტერია! ტრადიციებსა და ფოლკლორს იუნესკო იცავს და ამისათვის ნომინაციების მომზადებაა საჭირო, ყველაფერზე ხელისუფლებას კი ნუ ველოდებით!

წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე ისტორიკოსი,ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია

Comments
Loading...