გიორგი კაპადუკიელის „წამება“

წმინდა გიორგიდეოკლეტიანე იმპერატორის (284-305 წ.წ.) მეფობის დროს ეწამა.ქრისტესმცნებათა გავრცელებისა და წარმართობის უარყოფისათვის მას თავი მოჰკვეთეს. თხზულება იწყება იმპერატორის მიერ ქრისტიანთა დევნის გამოცხადებით. მოკლე შესავალში ავტორი – „მონა მისი ბასიქარტოსი“ წარმოგვიდგენს წმინდა გიორგის, რომელიც იყო „მჴნე მჴედარი ქრისტესი“ და აღწერს მის განცდებს და ფიქრებს ქრისტიანთა შევიწროებისა და დასჯის გამო და მის გადაწყვეტილებას – ებრძოლოს და მოსპოს კერპთ მსახურების სიბნელე.

გიორგი იყო „ქუეყანისა კაბადოკიისაჲ,რომელ არს საბერძნეთისაჲ“, ჯარის ერთი ნაწილისუფროსი და თავისი მამაცობის გამო ცნობილი იყო იმპერატორის წინაშე. გიორგიმგადაწყვიტა მიეღო მოწამეობრივი აღსასრული უფლისათვის.გიორგიწარუდგადიოკლეტიანეს და მთელი სამეფო კარის თანდასწრებით აღიარა ქრისტიანობა დაკერპთმსახურების ცთომილება. დიოკლეტიანემ მოსთხოვა გიორგის დაუყოვნებლივ შეეწირაკერპებისათვის მსხვერპლი და მას სიმდიდრე და პატივი აღუთქვა, ხოლო წინააღმდეგშემთხვევაში სასტიკი სასჯელით დაემუქრა. გიორგიმ, პირიქით, მეფეს ურჩია ქრისტესმცნებანი ეცნო და ეშმაკეული კერპთმსახურება უარეყო. დიოკლეტიანე განრისხდა და მისიჩამოკიდება და ლახვრით მანამ დაჭრა ბრძანა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არდაცვივდებოდა. როგორც კი მას ლახვარი აძგერეს, ლახვარი უკუ იქცა, როგორც ტყვია.გიორგი ჩამოხსნეს, დილეგში ჩააგდეს, ხუნდებით დაბორკეს და გულზე უზარმაზარი ლოდიჩამოკიდეს. მეორე დღეს გიორგი ურმის თვალზე (ბორბალი) დააკრეს, რომელზეც ბასრიმახვილები იყო დამაგრებული. ბორბლის ბრუნვის დროს მახვილები ნაჭერ-ნაჭერ ჭრიდამოწამის სხეულს. დიოკლეტიანემ გული იჯერა ამ სანახაობით და სადილად წავიდა.ზეციდან გამამახნევებელი ხმა მოისმა, მცველებს შეეშინდათ და გაიქცნენ. ხოლოზეციდან მოვიდა უფლის ანგელოზი და განკურნა წმინდანი ჭრილობებისაგან. გიორგიმივიდა აპოლონის კერპთან, სადაც მეფე და მისი მხლებლები მსხვერპლს სწირავდნენ მას.გიორგის გამოჩენამ შეაძრწუნა დიოკლეტიანე, ხოლო ორმა მხედართმთავარმა ირწმუნაქრისტე, რომელთაც მეფის ბრძანებით დაუყოვნებლივ თავები მოჰკვეთეს. დედოფალმაალექსანდრიამ მეფის წინაშე აღიარა ქრისტე ღმერთი და სასახლეში დაბრუნდა. წმ.გიორგი კირის გამოსაწვავ ორმოში ჩააგდეს და როცა მეფემ სამი დღის შემდეგ მისიძვლების ამოკრეფა დაავალა მცველებს, ნახეს, რომ გიორგის არავითარი ვნება არ მისდგომია.ამ ამბის მრავალმა მნახველმა ქრისტიანობა მიიღო. შემდეგ გიორგის ჩააცვესქალამნები, რომლებსაც შიგნიდან ამოჩრილი ჰქონდა გახურებული ლურსმნები, დააიძულებდნენ ერბინა. ღვთის შეწევნით გიორგიმ ესეც შეძლო და უვნებელი დარჩა.
მეფემ ერთხელ კიდევ სცადა დაეყოლიებინა გიორგი, დაბრუნებოდა კერპთაყვანისმცემლობას, ჰპირდებოდა სიმდიდრეს,კეთილდღეობას და მაღალ თანამდებობებს. ხოლო უარის შემთხვევაში ემუქრებოდა კიდევ უფრო უარესი სასჯელით. გიორგი კი მიუგებდა, რომ მას არ ეშინოდა სასჯელის, რადგან უფალი იყო მისი მფარველი და მათ ურჩევდა ეღიარებინათ ქრისტე. მაშინ მას უთხრეს, თუ გინდა რომ მივიღოთ ქრისტიანობა, აი, ამ ჩვენს წინ გაშლილი სასაფლაოდან, რომელიმე სამარხიდან გააცოცხლე რომელიმე მკვდარი. გიორგიმ უპასუხა: ვიცი, რომ თქვენ მაინც არ გაქრისტიანდებით, მაგრამ მე უფლის დახმარებით მაინც შევასრულებ ამ დავალებას.გიორგიმ ილოცა და შესთხოვა უფალს, აღედგინა ერთ-ერთი მიცვალებული. მოხდა დიდი ძრვა, გაიღო საფლავის პირი, გამოვიდა მიცვალებული, მივიდა გიორგისთან და თაყვანი სცა. მეფემ გიორგის წინაშე ფარისევლურად მოინანია დანაშაული და კვლავ სთხოვა მას, შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. გიორგიმ უპასუხა: რადგან შენი ოცნებაა, შევსწირო მსხვერპლი, მიჩვენე ის ადგილი. ისინი მთელი ამალის თანხლებით გაემართნენ აპოლონის ტაძრისაკენ. ბევრი ადამიანი შევიდა ტაძარში. გიორგის მიერ კერპებზე ჯვრის გამოსახვისთანავე ყველა კერპი დაიმსხვრა. ქურუმებმა მას გრძნეულება დააბრალეს დამეფეს მისი სიკვდილით დასჯა მოსთხოვეს. გიორგის და დედოფალ ალექსანდრას, რომელმაც ამ ტაძარში კიდევ ერთხელ აღიარა ქრისტიანობა, თავები მოჰკვეთეს „აპრილისა კBგ (23), დღესა პარასკევსა, მეშჳდესა ჟამსა დღისასა“. წამების ბოლოში ბასიქარტოსი, რომელიც გიორგის მონას უწოდებს თავს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მან აღწერა გიორგის წამება. „წამებას“ ერთვის გიორგის მიერ სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ ჩადენილი12 სასწაული.

ქართულ ხელნაწერებს შემოუნახავს წმინდა გიორგის წამების ორი კიმენური რედაქციის თხზულება: ერთი,რომლის შინაარსი ჩვენ, ასე ვთაქვათ, დაწვრილებით გადმოვეცით, X ს. ხელნაწერებითაა მოღწეული (Ath. 8 და Sin.62) და მეორე – კიმენური „წამება“, რომელიც პირველ კიმენურს იმეორებს, თუმცა წარმოადგენსგანმეორებით თარგმანს არის XI და XIII-XIV სს. ხელნაწერებში (ბოდლ. ი ხელნაწ. და Q 426).

მესამე თხზულება წმ.გიორგის შესახებ არის სვიმეონ ლოღოთეტის მეტაფრასული რედაქციის ქართული თარგმანი,რომელიც ეფთვიმე მთაწმიდელს უთარგმნია (Ath. 79, 990წ., 38r-128r; A50, XII,15r-28v).
მეოთხე თხზულებას გიორგისწამების შესახებ ე.წ. აკრძალულ, აპოკრიფულ ძეგლად მიიჩნევენ და მისი თარგმანი სამქართულ ხელნაწერს შემოუნახავს (ქუთ. 7, XII ს; ქუთ. 92, XVIII; Q336, 1874 წ.).
გიორგი მთავარმოწამისშესახებ შეუდგენიათ ლიტურგიკულ-ჰაგიოგრაფიული თხზულებაც – მისი სვინაქსარულიცხოვრება, რომელიც თარგმნილია ქართულად გიორგი მთაწმიდელის „დიდ სვინაქსართან“ ერთად (23 აპრილს).
გიორგის ეძღვნება მრავალი„შესხმა“, რომელთაგან ქართულადუთარგმნიათ რამდენიმე. გარდა გიორგის „წამებებში“ მოტანილი სასწაულებისა, ქართულ ხელნაწერთა სხვადასხვაკრებულებში წმიდა გიორგის ცალკეული სასწაულები, მრავლადაა როგორც ნათარგმნი, ასევე ორიგინალური.
წმინდა გიორგი პოპულარულია მთელ საქრისტიანოში, მაგრამ ის ყველაზე პოპულარული წმინდანია საქართველოში: 1) ქართული ეკლესია – მონასტრების უმრავლესობა წმინდა გიორგის სახელობისაა. 2) გიორგობა, როგორც სახალხო-რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს უმრავლეს რაიონში. 3) ძველ ქართულ კალენდარში ოქტომბერს გიორგობისთვე ეწოდება იმ სასწაულის აღსანიშნავად, რაც 10 ოქტომბერს მოხდა წმინდა გიორგის „ურმისთვალზე“ წამებისას. 4) გიორგის შესახებ ორიგინალურ ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ჟანრის მრავალი თხზულებაა შექმნილი, რასაც ვერ ვიტყვით ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროს სხვა წმინდანების შესახებ.

300px-S_1285,_cmida_giorgi_borbale,_14v

415px-S_1285,_cmida_giorgim_agadgina_micvalebuli,_19v

415px-წმინდა_გიორგი._A454,_8v

Leave A Reply

Your email address will not be published.