გიორგი კასრაძე გიგლა აგულაშვილს : ,,თუ არ შეგიძლიათ, რომ დაიცვათ მოქალაქეები გამოდით და კაცურად თქვით”

“რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ ის ხალხზე მზრუნველი პოლიტიკური ძალაა. ამ დროს კი საგარეჯოში ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულელებს თავი, რომ დავანებოთ, გარემოს დაცვის რესპუბლიკელი მინისტრი რეალურად გაყალბებული არჩევნების გაპრავებას უფრო ცდილობს ვიდრე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2014 წელს საქართველოში გარემოზე მიყენებული ზიანის 88% ( 358 მილიონი ლარი) ჭიათურაზე მოდის. ექსპერტები, არც კი დაობენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ჭიათურა დგას ეკოლოგიური უბედურების უფსკრულთან. ნინო ჩხობაძის აზრით სიტუაციის გამოსასწორებლად დღესვეა საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რაიონში დაბინძურებულია სასმელი წყალი, ჰაერში მანგანუმის შემცველობა დასაშვებ ნორმას 37-ჯერ აღემატება, 14 სოფელი გაუდაბნოებულია და გადასახლებას საჭიროებს, უმოწყალოდ იჩეხება ჭიათურის ტყე, დაბინძურებული მდინარე ყვირილა საფრთხეს უქმნის მთელ კოლხეთის დაბლობს. გარემოს დაცვის სამინისტროს კი ამ ურთულესი სიტუაციიდან გამოსასვლელი გეგმა კი არა მონახაზიც არ გააჩნია. გიგლა აგულაშვილი იყო ჭიათურაში, მოინახულა კარიერული წარმოება და მაღაროები – შეშფოთდა, ქუდი დაიხურა და წავიდა. ბატონო მინისტრო ვიცი, რომ საგარეჯოელები გაყალბებულ არჩევნებს არ გაპატიებენ, მაგრამ არც ჭიათურელები ვისხდებით გულხელდაკრეფილები. არ ვიცი რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ძალიან ხშირად გესმით ჭიათურაში სიმსივნით გარდაცვლილი ახალგაზრდების ამბავი, მე კი ეს პრობლემა მოსვენებას მიკარგავს. ჩემს ქალაქში მინდა დაბრუნება და კეთილი ინებეთ მომეცით კონსტიტუციით გარანტირებული უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება! თუ არ იცით გეტყვით, რომ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს სიცოცხლისათვის ჯანსაღ გარემოში და ამის გარანტი სახელმწიფო უნდა გახდეს!!! თუ არ შეგიძლიათ, რომ დაიცვათ მოქალაქეები გამოდით და კაცურად თქვით, რომ საქმეს ვერ აკეთებთ! ისე დაიხურეთ ქუდი, როგორც ჭიათურაში გააკეთეთ და სახლში წაბრძანდით!!!” წერს გიორგი კასრაძე

Leave A Reply

Your email address will not be published.