გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გრძელვადიანი ომი გვაქვს მოსაგები

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საქართველომ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეძლო, ცოტა ხნით ყოფილიყო დემოკრატიული,დასავლური სახელმწიფო. სამწუხაროდ ამ ბიჭების გმირობამაც  ვერ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. თუმცა ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა მშვიდობიანად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. 96 წლის წინ ამ დღეს რუსეთის არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

ipress.ge

Comments
Loading...