გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის!

„საქართველოში, კომპანია „სანტეში” შემოდის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ლაქტალისი”. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის. „ლაქტალისი” უმსხვილესი კომპანიაა, სადაც 75 000 ადამიანი მუშაობს. კომპანია ქართულ პროდუქტს გაიტანს ევროპულ ბაზარზე და ქართული ბრენდით, ქართული სავაჭრო ნიშნით ცნობილი პროდუქტი გავა ბაზარზე. ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს იმიჯის განმტკიცების კუთხითაც, ვინაიდან „ლაქტალისი” საქართველოში შემოდის რეგიონში სამუშაოდ და მან აირჩია საქართველო, რათა სხვა რეგიონულ ქვეყნებთან ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით მის შემოსვლას საქართველოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

Comments
Loading...