გიორგი კვირიკაშვილი – მე მქონდა შეხვედრა ლევან გაჩეჩილაძესთან…

„მე მქონდა ჩემს მეგობართან შეხვედრა. არანაირი კავშირი ამას „მაესტროს” საქმეთან არ ჰქონდა. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ”, – ეს კომენტარი გიორგი კვირიკაშვილმა ლევან გაჩეჩილაძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა

„მე და გიორგის 30-წლიანი მეგობრობა გვაქვს, ერთ დღეს ვართ დაბადებულები. გიორგი კვირიკაშვილი აქამდე პრემიერ-მინისტრი არ იყო და გვქონდა სისტემატური შეხვედრები, დაბადების დღეების ერთად გადახდაც კი ხდებოდა. აქედან გამომდინარე დამატებით პოლიტიკურ ელფერთან დაკავშირებით კითხვები მე არ მიჩნდება.

გიორგი კვირიკაშვილის ჩემი სუბიექტური დახასიათება არის ის, რომ ის არის ერთადერთი ყოფილი ბანკირი, ვინც თავისი რისკის ფასად გვერდით ედგა მთელ ოპოზიციურ სპექტრს ბრძოლის განმავლობაში. მე ეს არასდროს არ მითქვამს, მაგრამ რადგან მომეცა ამის საშუალება, ვამბობ.

გიორგი კვირიკაშვილი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი თავის სფეროში, ამასთან ერთად, ის იქნება ძალიან გამჭვირვალე და ძალიან სუფთა პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ვალი დღეს არის, რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ გიორგი კვირიკაშვილს მის განვითარებაში, იმიტომ, რომ მასზე ბევრი რამე არის დამოკიდებული საქართველოს განვითარებიდან გამომდინარე და არ დავამძიმოთ უაზრო პოლიტიკური გირებით”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

Comments
Loading...