გიორგი კვირიკაშვილის პასუხი სერგეი ლავროვს

ხმაურებიან. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები.

“ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის, ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა,” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მისივე განმარტებით, ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში იყო ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება.

პრემიერი დღესვე სერგეი ლავროვის მიერ პანკისის ხეობის ტერორისტების თემაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“პანკისის ხეობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს. არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია ყველა შემთხვევაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.