გიორგი ლაღიძე რუსეთსა და თურქეთს შორის განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

პოლიტიკური პარტია ”მომავალი საქართველო“-ს თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე რუსეთსა და თურქეთს შორის განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება.

მისი თქმით, თურქეთის ქმედებამ დაადასტურა, რომ რელიგია არაფერ შუაშია და სინამდვილეში პოლიტიკური ომი მიდის.
„თურქეთის მოქმედებებით აღშფოთებულებს და შეშინებულებს, ერთი რამე მინდა ვუთხრა:
არავის უხარია ომი! ომი ცუდია!
მაგრამ ომზე ბევრად უფრო საშიშია ხელოვნური მშვიდობა!
რუსეთის ბომბდამშენი თვითმფრინავი რამდენჯერ გააფრთხილეს, არ დაერღვია საზღვარი და რუსეთმა ეს არაფრად ჩააგდო! ‘

აქამდე გასდიოდა და ახლა არ გაუვიდა!
აბა თქვენ იცით საქართველოში რუსეთის პოლიტიკის აქტიურო მხარდამჭერებო და“მშვიდობის მტრედებო“ გაამართლეთ თქვენი“უფროსი ძმის“ რეალურად კი საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს ქმედებები.

ან ეგებ რეაგირების სხვა ფორმა იცით რამე – ჰაერში, როცა უცხო ქვეყნის ბომბდამშენი თვითმფრინავი შენს საზღვარს არღვევს?!
ეს ერთი! და მეორეც – არა ნაკლებ მნიშვნელოვანი – თურქეთის მოქმედებით საბოლოოდ დადასტურდა ის, რომ მანამდეც და ბოლო პერიოდშიც მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, საფრანგეთში ორგანიზებული ტერაქტი პოლიტიკური და არა რელიგიური ომია და არანაირი კავშირი სარწმუნოებასთან არა აქვს– ეს არის ბრძოლა სიბნელეს და ცივილიზაციას შორის.
ომი ცუდია მაგრამ არც მონური მშვიდობაა სახარბიელო,ვფიქრობ საქართველომ სიტუაცია თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს თუ ამის ხელსაყრელი მომენტი დადგა შესაძლებელი გახდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” -აცხადებს გიორგი ლაღიძე

Comments
Loading...