გიორგი ლაღიძე რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ეხმიანება რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას და წუხილს იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ აიტანეს სამართლებრივ ჩარჩოებში გაგრძელებულიყო დავა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ირგვლივ დაუყოვნებლივი აღსრულების გარეშე,რაც გაცილებით უფრო მშვიდ ვითარებაში წარმართავდა პროცესებს,მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2 -ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ სხვა არაფერია თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯი ფაქტიურად ამ ვაი მოსამართლემ დაასამარა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება უგულვებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც ქვეყანაში საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ არჩევანს, ამ ყველაფერს კი ერთი ცალკე აღებული ურთმელიძე ნამდვილად ვერ გაბედავდა მას ზურგს უმაგრებს საქართველოს ხელისუფლება, პარტია „მომავალი საქართველო“ მოითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ დააფიქსიროს თავისი მყარი პოზიცია საქმის განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე დაუყოვნელივ, და ასევე საქართველოს პრეზიდენტმა როგორც საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება რუსთავი 2-ისსიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში კონსტიტუციური წესწყობილების მოშლა აცხადებს გიორგი ლაღიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.