გიორგი მარგველაშვილი – დავუჭირე მხარი კვირიკაშვილის კანდიდატურას

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ პარლამენტი მომავალი პრემიერობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს მხარს დაუჭერს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ბევრჯერ შეხვედრია გიორგი კვირიკაშვილს და მას მხარს უჭერს.

“საქართველოს სჭირდება ეფექტური და ძლიერი მთავრობა. მე მხარი დავუჭირე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას. იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებს კვირიკაშვილს. იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს ურთულეს ამოცანებს თავს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე შეხვდა თუ არა პრეზიდენტი უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის კვირიკაშვილთან ბევრჯერაა შენახვედრი.

Comments
Loading...