გიორგი მარგველაშვილი NDI-ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ ჯენ ვოლაკს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ღია მმართველობის განვითარების პროცესს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკტარიულ რეფორმებს და საქართველოს წარმატებულ მიღწევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან და სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობასთანაა დაკავშირებული.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესს.

Comments
Loading...