გიორგი მარგველაშვილი პანკისს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პანკისს ესტუმრა. ერთსაათიან შეხვედრაზე საქართელოს პრეზიდენტს ყველაზე მეტი კითხვა სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცახდებაზე დაუსვეს.

სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ რუსული მედიით განაცხადა, რომ პანკისის ხეობას ისლამური საელწმიფო თავშესაფრად იყენებს და იქ ტერორისტები იმალებიან, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დუისში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილთან ერთად უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდნენ.

პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხის არარსებობაზე ისაუბრეს დღეს დიპლომატებმა.

ადგილობირი მოსახლეობა სოფლებში დასაქმების გაზიფიცირების პრობლემაზე საუბრობს.

დუისის გაზიფიცირება საქართველოს პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

დუისის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ხეობის კიდევ ერთი პრობლემა ახალგაზრდების გადინებაა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებითვის არც სწავლის და არც გართობის პირობები არ არის.

პრობლემების მოგვარების პირობა პანკისელებმა პრეზიდენტისაგან დღეს კიდევ ერთხელ მიიღეს.

Comments
Loading...