გიორგი მარგველაშვილი – რაც პრეზიდენტი გავხდი, მგონი ჩემი ტონი ზედმეტად რბილია

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, მგონი ჩემი ტონი ზედმეტად რბილია–ასე აფასებს პრეზიდენტი პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების კრიტიკას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტოკშოუში „ბარიერი“ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რომელ პოლიტიკოსს მოუნდება თამაში, მას ამის განხილვა ნაკლებად მაინტერესებს. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, თავად საპატრიარქომ ძალიან ნათელი წერტილი დაუსვა ამ დისკუსიას.

„მე მგონი ჩემი ტონი ზედმეტად რბილია იმის მერე, რაც საჯარო მოხელე, იმის მერე რაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი. ასე, რომ ტონის შერბილება ამ შემთხვევაში ჩემი ფუნქცია არ არის. იმ ვითარებაში, როდესაც საპატრიარქომ ძალიან ნათლად, ძალიან ზედმიწევნით განსაზღვრა ის ვნებათაღელვა რომელიც იქ იყო, ზუსტად განსაზღვრა თავისი პოზიცია, რომელიც კიდევ ერთელ ძალიან თანხმობაშია იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, იმ საკონსტიტუციო შეთანხმებებთან, რომელიც საპატრიარქოს აქვს დადებული ქართულ სახელმწიფოებრიობასთან. ახლა, ამ თემებთან რომელ პოლიტიკოსს მოუნდება თამაში, მე ამის განხილვა ნაკლებად მაინტერესებს იმიტომ, რომ თვითონ საპატრიარქომ ძალიან ნათელი წერტილი დაუსვა ამ დისკუსიას და აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა ჩართულობამ“,–განაცხადა პრეზიდენტმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.