გიორგი მარგველაშვილი – რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა

დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევა – არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლაა და ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა, ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას. არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ, მიწევს გავიმეორო, რომ დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას”, – განაცხადა მარგველაშვილმა
პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი ღირებულებაა და ამით თამაში დაუშვებელია.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტურებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Comments
Loading...