გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი არ აღიქმება სტაბილურ პარტნიორად

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ აღიქმება სტაბილურ პარტნიორად, რადგან ის არ ქმნის სტაბილურ სავაჭრო ველს.

„ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი, რაც საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის რეგიონში, მდგომარეობს სწორედ ჩვენს გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობაში ჩრდილოეთსა და სამხრეთთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩრდილოეთით არსებული ქვეყანა არ ქმნის სტაბილურ სავაჭრო ველს და ამ მხრივ რუსეთი არ აღიქმება სტაბილურ პარტნიორად. სამხრეთით კი, ვითარება, სამწუხაროდ, უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის უზრუნველყოფილი და არც ჩანს, რომ ახლო მომავალში იქნება მშვიდი გარემო. შესაბამისად, საქართველო კიდევ უფრო საინტერესო ხდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

Comments
Loading...