გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა.

„უდიდესი ღვაწლი, რაც თქვენ გაქვთ ჩვენს ერში და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის, სიყვარულის ღირებულებების ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებაში ვეხმარება. მინდა მადლობა გითხრათ იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისთვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს და ამ ბოლო ქადაგებისასაც აღნიშნეთ რომ ჩვენ, პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად ემოციურ ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში. დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას მიიჩნევს უმნიშვნელოვანესად. ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მომავალშიც მოახდენს ჩვენს თანაცხოვრებაზე.”– მიმართა პრეზიდენტმა უწმინდესს.

„მადლობთ. ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება და დამშვიდდება. უბრალოდ სიფრთხილე მაინც საჭიროა.”- ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა პრეზიდენტთან შეხვედრისას.

Comments
Loading...