გიორგი მარგველაშვილი: თქვენ ვერ წაგართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება-საზოგადოებამ, თავის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ბრძოლა მოიგო

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მიერ პრეზიდენტის არჩევითობის შესაძლო ცვლილების საკითხს გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, რომ მათი აქტიურობის შედეგად ვერ მოახერხეს პრეზიდნეტის არჩევის უფლების ხალხისათვის წართმევა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროცესის მოტივაცია არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულპოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებებია.

„პარლამენტის სპიკერის გუშინდელი განცხადება ჩემთვის დასანანი იყო, იმიტომ რომ ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არაკონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებულიგადაწყვეტილებების მიღებასთან, კონკრეტულად მოქმედი პრეზიდენტიდან გამომდინარე.

ეს ნათლად აჩვენებს, რომ პროცესის მოტივაცია არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებულიშეხედულებებია.

მაგრამ მოდით გავიხსენოთ ჩემი პოზიცია საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით: მე არასდროს შევსულვარ შეხედულების განხილვის დეტალებში, სულ ორი პოზიცია დავაფიქსირე: პირველი, რომ ქართველ ხალხს არ უნდა წაერთავას პრეზიდენტის არჩევის უფლება და მეორე, რომ კონსტიტუციისგადახედვის პროცესში ქართველ ხალხს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

არამარტო პრეზიდენტთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად, საჯაროდ, საზოგადოდ, იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანაცხოვრებისმთვარი დოკუმენტია.

მინდა, მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, იმიტომ რომ პირველი მიზანი, რომ პრეზიდნეტის არჩევის წესი წაერთვათ ხალხისათვის ეს მიზანი არ იქნამიღწეული და თქვენი, საზოგადოების აქტიურობით, თქვენი პოზიციის ნათლად დაფიქსირებით დაიცავით, როგორც ეს ინსტიტუტი, ასევე თქვენი უფლება აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი.

ეს არის ის ბრძოლა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოიგო და ამ პროცესის შედეგად თქვენ ვერ წაგართვესარჩევის უფლება, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის პირველი მიღწევა.

როგორც მოგახსენეთ მეორე მიზანიც ნათლად იყო გადაწყვეტილი და განსაზღვრული, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობათავისი შეხედულება, თავის მოსაზრება დააფიქსიროს საკონსტიტუციო პროცესში.

კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ამ მეორე მიზანსაც მე მივაღწევ და განვახორციელებ. საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნი აქტიურ და ფართეფორმატებს იმისთვის, რომ მათ არამარტო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არამედ საზოგადოდ ქვეყნის, თანაცხოვრების პოლიტიკური ცხოვრების მოწყობასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი ნათელი შეხედულებები და ეს შეხედულებები იქნას არა სადღაცმიჩქმალული არამედ გაზიარებული, მოსმენილი და იმედია, შემდეგ გადატანილი საკონსიტუტუციო გადახედვის პროცესში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...