გიორგი მარგველაშვილის 2001 წლის წერილი, რომელმაც მოსახლეობა აღაშფოთა

საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფილოსოფიური წერილი “ნიჩურტა”, რომელშიც იგი ქართველი ერის დახასიათებას ცდილობს. ნაშრომი 2001 წელს დაიწერა, მაშინ პრეზიდენტი მარგველაშვილი ქართული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაშინდელი რექტორის თანამდებობას იკავებდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს “ნიჩურტადან”:

“ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება – აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .”

“რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: “არაუშავს”, “მაპატიე, რა”, “არ მინდოდა” და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი…

მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი “ჟილკობით” იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს “ჟილკობა” დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…”;

“მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო “პამპულობის” თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: “არა უშავს, თამაშია, რა…”

Comments
Loading...