გიორგი მარგველაშვილმა განათლება სირიაში მიიღო

mpress.ge მკითხველებს საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური ფიგურების ბიოგრაფიის გაცნობას სთავაზობს, ჩვენს რუბრიკას საქართველოს პრეზიდენტით ვიწყებთ, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა,რომ საქართველოს პრეზიდენტი განათლებას სირიაში არსებულ, რუსულ სკოლაში იღებდა. გაეცანით საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის ბიოგრაფიას:

გიორგი მარგველაშვილი დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს ქალაქ თბილისში, მამამისის, ინჟინერის — თეიმურაზ მარგველაშვილისა და დედამისის, ფსიქოლოგის — მზეანა გომელაურის ოჯახში.დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. იგი, აგრეთვე, სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთი). მუშაობდა: 1992-1995 წლებში ტურისტული კომპანიაში სამთო ტურიზმის გიდად; 1994-1995 წლებში „ბიზნეს დღიურების“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად; 1996-1997 წლებში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში. ხოლო 1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი — პროგრამის კონსულტანტი. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.
1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-დან 2000 წლის ჩათვლით იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI – ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებაზე) თბილისის ოფისში. მომდევნო 12 წელი, 2000-დან 2012 წლის ჩათვლით, გიორგი მარგველაშვილი მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მათ შორის ორჯერ (2000-2006, 2010-2012 წლებში) ეკავა რექტორის თანამდებობა. 2006-2010 წლებში მუშაობდა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

Leave A Reply

Your email address will not be published.