გიორგი მდინარაძე – განყოფილების უფროსის დაკავება დაგვიანებულია

ვაკე-საბურთალოს რაიონის მე-5 განყოფილების უფროსის დაკავება პროკურატურის მიერ, დაგვიანებულია აცხადებს გიორგი მდინარაძე. მისი თქმით, დაკავების გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული, რადგან ლაშა კვირკველიას მიეცა დრო ზემოქმედება მოეხდინა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ.

„ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო მისი დაკავება, ვინაიდან არ მომხდარიყო სხვა მოწმეებზე ზემოქმედება. მან უკვე მოასწრო თანამშრომლებზე ზემოქმედება, რაგდან ისინი არ აძლევენ გამოძიებას სრულყოფილ, სწორ ჩვენებებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასევე უნდა დაეკავებინათ ვაკე-საბურთალოს რაიონის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე და სხვა პირებიც, რომლებიც ადვოკატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების პროცესში მის გვერდით იმყოფებოდნენ.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დღეს 13 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით.

Comments
Loading...