გიორგი მღებრიშვილი – ყველაფერს გაიგებთ პრემიერ-მინისტრისგან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ აკონკრეტებს, შეეხება თუ არა საკადრო ცვლილება.

როგორც მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საკადრო ცვლილებების შესახებ საზოგადოება პრემიერ-მინისტრისგან შეიტყობს.

“ყველაფერს გაიგებთ პრემიერ-მინისტრისგან. არაერთხელ გააკეთდა ამაზე კომენტარი და ვფიქრობ, აჯობებს, დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას. მე პრემიერის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები”,-აღნიშნა მღებრიშვილმა

Comments
Loading...