გიორგი მუხიგულაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

თავისუფალი თაობის წევრი გიორგი მუხიგულაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს

“შეუძლებელია გულგრილი დარჩე, როდესაც ანალიზის შედეგად არკვევ, რომ მედიკამენტების გაძვირების მიზეზი არ ყოფილა მხოლოდ ლარის გაუფასურება. ამის ერთერთი უმთავრესი მიზეზი იყო ფარმაცევტული მაფიის მესვეურთა და მათთან კოალიციაში მყოფი“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ შეთანხმებული მაფიოზური ქმედებები, რამაც გამოიწვია „პსპ“- სა და „ავერსი“-ს მონოპოლია ფარმაცევტულ ბაზარზე . ეს საგრძნობლად გამოიხატა მედიკამენტებზე ფასების არნახულ ზრდაში. ჩვენ ჩავატარეთ კველევა, რომლის შედეგებიც მინდა გაცნობოთ: წლების განმავლობაში საქთული ბაზარი ჰქონდა დაპყრობილი, სრულიად უუნარო ჩინურ და ინდურ მედიკამენტებს, სწორედ ამ დროს, ბაზარზე გამოჩნდნენ პარალელური იმპორტიორები. ამის შედეგად, ქართულ ბაზარზე შემოვიდა ევროპული და ამერიკული ხარისხიანი მედიკამენტები რაც „პსპ“- სა და „ავერს“-ს დღემდე აღიზიანებს, რადგან მათ მიერ წარმოებულ ინდურ და ჩინურ მედიკამენტებს იაფი და ხარისხიანი ევროპული მედიკამენტები სერიოზულად დაუპირისპირდნენ.ეს ყოველივე დოკუმენტის სახით ქვემოთ ნაჩვენებ ცხრილშია ნაჩვენები, ფასები. ვინაიდან, ამ ორ მონსტრ კომპანიის მაფიოზურ ზრახვებს წყალი შეუდგა, მათ მოიფიქრეს რომ შეზღუდონ პარალელური იმპორტი, მედიკამენტებისა და ამის განსახორციელებლად იყენებენ წამლის სააგენტოს, კერძოდ, მის ამჟამინდელ დირექტორს – წამლების მაფიის ნათლიმამად წოდებულ გია თვალავაძეს რომელიც არეკეტებს წვრილ იმპორტიორებს. ამ ყველაფერში თვალავაძე იყენებს ჯანდაცვის სამინისტროს და საბაჟოს რათა ყველანაირად შეუშალონ ხელი ევროპული წამლის დისტრიბუტორებს, რათა ისინი გაკოტრდნენ და ისევ ეს მონსტრები დარჩნენ ქართულ ფარმა მაფიოზებად და უარესად გაატყავონ მოსახლეობა .
მოგეხსენებათ, საქართველოში დოლარის გაძვირება მოხდა მხოლოდ 50%-ით, რის შედეგადაც წამლები გაძვირადა 40/50 %-ით.
გაირკვა, რომ პაატა კურტანიძისა და კახა ოქრიაშვილის მოგება წამალზე აისახება ზოგჯერ 300% – ით, ზოგჯერ კი 1200%- თაც აჭარბებს, რის შედეგადაც თუ ეს ორი მონსტრი შეამცრებს მოგებას 50% პროცენტით წამლის ფასი უცვლელი იქნება. რაზეც „პსპ“ და „ ავერსი“ კატეგორიულად უარს აცხადებს. იმიტომ, რომ ეს ორი მაფიოზი ერთ დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები გახლდნენ და „პსპ“- ს მფლობელი ეხლაც პარლამენტარია და იქიდან ლობირებს თავის ბიზნესს და წამლის სააგენტო კი ფარად ჰყავს აფარებული. ეს ორი ადამიანი მოქმედებს გია თვალავაძესთან შეთანხმებით და აძვირებენ ფასებს ხელოვნურად, რაც დღევანდელ ხელისუფლების საარჩევნო იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს და ყოველთვის „ქართული ოცნების“-კენ იშვერენ თითს, ვითომდა ჩვენ არ შეგვიძლია 50%-ის პროცენტის მოკლება მოგებაზე და ეს ყველაფერი ხელისუფლების და დოლარის კურსის ბრალიაო, რაც აშკარად ძალიან ცუდად აისახება „ქართული ოცნების“ ეფექტურობასა და რეიტინგზე, ანუ კონკრეტული კუთხით საბოტაჟს უწყობენ როგორც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას.
დიდი ფიქრისა და ჩახლართული იდეების შემდეგ „პსპ“ და „ავერს“-ის ხემძღვანელობამ მოიფიქრა და ახლა უკვე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან რომ აკრძალონ პარალელური იმპორტი საქართველოში, რის შედეგადაც სრულიად შეიზღუდება ევროპული მედიკამენტების იმპორტი საქართველოში და მომხმარებლებს აღარ ექნებათ არჩევნანის საშუალება ევროპულსა და უხარისხო ჩინურ-ინდურ მედიკამენტებს შორის და თვითონ გახდებიან უპირობო ლიდერები ფარმაცევტულ ბიზნესში.
მოგეხსენებათ, ჩინური და ინდური მედიკამენტების დაბალი ეფექტურურობის გამო ვერ იმკურნალებენ ჩვენი მოქალაქეები ხარისხიანად და ეს სრულ კატასტროფას გამოიწვევს.
ისინი ძარცვავენ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ყველაზე ცუდად ეს პენსიონერებზე ისახება.
მოვუწოდებ ხელისუფლებას შექმნას დაპირებული „ანტიმონოპოლიური საბჭო“ და დაარეგულიროს ეს ყოველივე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი არჩევნებში მონაწილეობაც აბსურდული იქნება. უშველეთ ხალხს! კატასტროფაა ქვეყანაში!
ნუ შეზღუდავთ პარალელურ იმპორტს. მოიზიდეთ ევროპული მწარმოებლები საქართველოში, რათა ქართული ფარმაცევტული ბაზარი შეივსოს ხარისხიანი წამლებით და მკურნალობაც ბევრად ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს, რაც ჯანდაცვის კუთხით დადებითად აისახება და საბიუჯეტო გადახარჯვას თავიდან აგვაცილებს.”

Leave A Reply

Your email address will not be published.