გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ ცნეს. მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. ოქროპირიძე მსაჯულებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში უდანაშაულოდ სცნეს. ხვალ, 13:00 საათზე სასჯელის დანიშვნის სხდომა ჩაინიშნა. დღეს გიორგი ოქროპირიძემ საბოლოო სიტყვისას ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალი ლადო ბერძენიშვილს დასდო და ნაფიც მსაჯულებს სთხოვა ალტერნატიული ვერდიქტის გამოტანა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ოქროპირიძე ამბობდა, რომ ლადო ბერძენიშვილმა თავად უამბო მას, როგორ მოკლა ლაშა მახარაძე. მისი თქმით, დანაშაული ჩაიდინა, როდესაც არ შეატყობინა ბერძენიშვილის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ სამართალდამცველებს და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას მახარაძე არ მოუკლავს. ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.