გიორგი ფოფხაძე – ამ ზუგდიდის გამგებელზე რომ ღადაობთ…
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი: გიორგი ფოფხაძე
“ამ ზუგდიდის გამგებელზე რო ღადაობთ, არიქა მერიის თანამშრომლების ჩაცმულობის რა დრესკოდი შემოუღია აქო, ევროპელი ფუნქციონერები ერთხელ მაინც გინახავთ ცალი თვალით მაინც, როგორ დადიან სამახურებში? აბა კაი დედის შვილია და მინი კაბით ან დეკოლტეიანი მაისურით გამოცხადდეს? ეს იქნება მისთვის ბოლო დღე სამსახურში… ჩემი მეუღლე იყო წლების განმავლობაში ფუნქციონერი და მეცოდებოდა ისეთი ჩაცმული დადიოდა სამუშაოდ.. წარმოგიდგენიათ პაპანაქება ზაფხულში, შავი ან მუქილურჯი პიჯაკით, თეთრი პერანგით მუხლს ქვემოთ იუბკით და აუცილებლად ხორცისფერი კოლგოტკებით სამსახურში სიარული რა ტანჯვააა? … თან კაცო ყველაზე მეტად ის ხალხია აღშფოთებული ამ ზუგდიდის გამგებელზე, ევროპელობას რო იბრალებს … მოკლედ რააა” -წერს ფოფხაძე