გიორგი ფოფხაძე – “პარიზში მოხდა ტრაგედია რომელიც ალბათ ძალიან ბევრ რამეს შეცვლის”

“მოკლედ მეგობრებო, ჯერ ჯერობით ყველაფერი დამთავრდა პარიზში.. თუ ამას დამთავრება ჰქვია, 120-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკული სიცოცხლე შეეწირა ვიღაც ფანატიკოსი არაადამიანების გამორეცხილ ტვინებში მომწიფებულ ტერორისტულ აქტს…. პარიზში მოხდა ტრაგედია რომელიც ალბათ ძალიან ბევრ რამეს შეცვლის არა მარტო საფრანგეთში არამედ მთელს მსოფლიოში. მე არ შევეცდები რაიმე ანალიზის და შეფასებების გაკეთებას, რადგან ჯერ ერთი ცხელ ტვინზე შეფასებები არ კეთდება და მეორე, შეფასებებს ხვალ და ზეგ, უკვე ჩემზე გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანები გააკეთებენ თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად მოუვიდა საფრანგეთის “ნაქებ” კონტრდაზვერვას კიდევ ერთი “ჩაფლავება”.. მე პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ საფრანგეთს და ფრანგ ხალხს. მე უბრალოდ შევეცადე ჩემი სტაუსებით და კომენტარებით “ფეისბუკის” ჩემი გვერდის საშუალებით მაქსიმალურად მომეთხრო თქვენთვის ყველაფერი იმის შესახებ რაც ხდებოდა ამ ტრაგედიის დროს საფრანგეთის დედაქალაქში.. რამდენად გამომივიდა ეს სხვა საკითხია თუმცა, ხშირ შემთხვევაში ბევრ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ვასწრებდი თქვენთვის შემეტყობინებინა რაც ადგილზე ხდებოდა. მადლობა ყველა ქართულ საინფორმაციო სააგენტოს რომლებმაც გამოიყენეს ჩემი გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენ ყველამ ერთად პირველებმა მოვუყევით საქართველოს ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ..ამიტომ, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა რომ, ჩემი პროფესიული ვალი მოვიხადე ჩემი მკითხველების წინაშე, ვიყავი პირველი და ვვამაყობ ამით.. კიდევ ერთი, რადგანაც მე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ვარ ევროპაში და რადგან ამ დროს საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეეძლო სპეციალური საინფორმაციო გამოშვება გაეკეთებინა პარიზიდან, ჩათვალეთ რომ, გიორგი ფოფხაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით გესაუბრებოდათ სოციალური ქსელის საშუალებით სადაც საათებით და წუთებით მქონდა გაწერილი სად რა და როგორ მოხდა..
პატივისცემით გიორგი ფოფხაძე”

წერს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...