გიორგი ქადაგიძე: 500 ათასი გადასახადის გადამხდელი ინახავს საქართველოს 3,2 მილიონ მოქალაქეს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:

„(არცთუისე)მხიარული მათემატიკა.

1. საქართველოს მოსახლეობაა 3,7 მილიონი ადამიანი.

2. აქედან სამუშაო ძალა 2 მილიონი ადამიანი.

3. აქედან დასაქმებულად ითვლება 1,77 მილიონი.

4. აქედან 1 მილიონი თვითდასაქმებულია.

5. აქედან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 270 ათასი.

გამოვიდა, რომ მთლიანად არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა არის 500 ათასი ადამიანი.

500 ათასი გადასახადის გადამხდელი ინახავს 3,2 მილიონ საქართველოს მოქალაქეს.

ერთი გადამხდელი ინახავს დამატებით 6 (აქედან 3 შრომისუნარიან) მოქალაქეს.

კითხვა?

ღარიბები ვართ იმიტომ რომ 500 ათასი გადამხდელი ცოტაა, თუ ღარიბები ვართ იმიტომ, რომ 500 ათასი გადამხდელი ცოტას იხდის გადასახადის სახით?

მე მგონი ძალიან მარტივია პასუხი, მხოლოდ მათემატიკა”,- წერს ქადაგიძე.

Comments
Loading...