გიორგი ყუფარაძე – უკვე პოლიციელებს ქუჩაში ცემენ და იარაღითაც ემუქრებიან…

“გიხაროდენ! ამასაც მოვესწარით, უკვე პოლიციელებს ქუჩაში ცემენ და იარაღითაც ემუქრებიან.
შსს-ს მინისტრო და მოადგილეებო, როდემდე უნდა იყოთ ასეთი დილეტანტები და უნიათოები?!
ვერ ხედავთ თავზე რომ გენგრევათ სისტემა? თქვენი არაპროფესიონალიზმის გამო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება პოლიციელის მუნდირის ღირსება.
იმის მაგივრად გეყოთ გამბედაობა და მიიღოთ მკაცრი ზომები, მოკალათებულხართ თბილ კაბინეტებში და ქუჩაში რა ხდება არანაირი ინფორმაცია არ გაქვთ. კრიმინალის მატებას რომ თავი დავანებოთ, უკვე ღიად ესხმიან პოლიციის თანამშრომლებს თავს და შეურაცხყოფას აყენებენ, ვიღაც ვიგინდარა პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები: კირკიტაძეები, ბარნოვები, კარბელაშვილები, გაურკვევლი არსამთავრობოების წარმომადგენლები და ა.შ.
თქვენი რეაგირება კი ნულის ტოლფასია, მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით ან პოლიტიკური განცხადებებით იფარგლებით.
რა ხდება ამ ქვეყანაში მოსული „პონტია“ რომ, რომელიმე პარტიის ან არასამთავრობოს წარმომადგენელი თუ ხარ, შეგიძლია პოლიციელს რაც გინდა ის აკადრო?!
რაც ეს ერთი წელია ხდება, გამოიწვევს პოლიციის სრულ დემორალიზაციას და ჩამოიშლება სისტემა. თუ არ შეგიძლიათ გადამწყვეტი ზომების მიღება, დატოვეთ ეგ თქვენი თანამედებობები და წადით სახლში, სანამ მთლიანად არ დანგენრათ თავზე ყველაფერი.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქუჩაში ისევ დაბრუნდა ეგრეთწოდებული ძველბიჭური მენტალიტეტი და ქურდული რაზბორკები. თქვენ იმის მაგივრად მიიღოთ ზომები და პრევენცია მოახდინოთ, მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე აწესებთ შეზღუდვას და უბნის ინსპექტორებს ოპერატიული თანამშრომლის მოვალეობას უღუდავთ. შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, პოლიციელს იარაღის ტარებასაც ხომ არ აუკრძალავთ?!
პოლიცია „ციხე, ბანკი, და დაცვის სამასახური“ არაა ბატონებო, და თუ არ იცით რა როგორ უნდა აკეთოთ, იმ პროფესიონალ პოლიციელებს მაინც ჰკითხეთ ვისაც დიდი ოპერატიული გამოცდილება აქვს და იციან როდის რა ღონისძიებაა გასატარებელი რომ სადავეები ხელიდან არ გაგექცეთ და კრიმინალმა არ წალეკოს ქალაქი თუ რაიონები.

P.S. დავით კირკიტაძეც რატომ არაა დაკავებული თავის ძმასათან ერთად, როცა არსებობს ინფორმაცია რომ ისიც მონაწილეობდა პოლიციელის ცემაში?!!!”

-წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიციელი გიორგი ყუფარაძე

Comments
Loading...