გიორგი ქოჩლაძე – “დღესაც თვალებში გვიყურებენ და სურთ დაგვარწმუნონ, რომ თეთრი – შავია”

“ხელისუფლების მხრიდან 2007 წელს დაწყებულმა, მასობრივმა! სიძულვილმა საკუთარი საზოგადოების მიმართ, ასევე შემდგომში გაგრძელებულმა კაცთმოძულეობრივმა და უკიდურესად დამამცირებელმა დამოკიდებუელბამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, გამოიწვია ის უკიდურესი ზიზღი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის მიმართ. 2012 წლის შემდგომ, საზოგადოებას, წინა მთავრობის წევრების მხრიდან, რომ ეგრძნო გულახდილი და გულწრფელი სინანული! საზოგადოების მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულების მიმართ, დარწმუნებული ვარ შეუნდობდა ან დაივიწყება ყველა იმ უკიდურეს დამამცირებელ ტკივილს. სამწუხაროდ დღესაც თვალებში გვიყურებენ და სურთ დაგვარწმუნონ, რომ თეთრი – შავია, თურმე რუსთავი2 არის თავისუფალი სიტყვა! ან თურმე ღარიბაშვილის დავალებით გაუტაციათ კარბელაშვილი, ან კიდევ თურმე სასამართლოს შუა ღამეს მიუღია ჩუმად გადაწყვეტილება, ან ეს მთავრობა პრორუსია და დასავლურ ფასეულობებს აღარ აღიარებენ და სხვა უამრავი უტიფარი ტყუილი, რომელსაც დღეს კიდევ ტირაჯირებენ და ცდილობენ საზოგადოება დამცინავად მოატყუონ. ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს ჭკუა, რომ საზოგადოებაზე ძალადების შემთხვევაში აუცილებლად პასუხს მიიღებ პასუხს და დღევანდელი სიტუაცია როდესაც რუსთავი2-ის მხარდასაჭერად ფაქტიურად არავინ არ გადის ამის ძალიან ნათელი მაგალითია. კარგია – ნაკლები კრიმინალი, კარგია ციხეში დამყარებული სიმშვიდე, კარგია რაბათის აშენება . . . მაგრამ რის ფასად? იმ დამცირების, უსამართლობის, კაცთმოძულების და ბიზნესმენების დაჭერით, გაწეწვით და ყველა დიდი ბიზნესის ჯიბეში ჩადების შემდგომ, ჩამოთვლილი და არ ჩამოთვლილი მიღწევების ფასი ნულის ტოლია!!!”

წერს საინფორმაციო ცენტრი “08”-ის დირექტორი გიორგი ქოჩლაძე სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.