უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
სხდომა შესაბამისი მასალების არარსებობის გამო, 3 თებერვლამდე გადაიდო. სწორედ ამ დრომდე რჩება პატიმრობაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი.
გიორგი ცერცვაძის მიმართ სასამართლოს განაჩენს მისი მეუღლე, თანამებრძოლები და უკრაინელი სამხედროები ელოდებოდნენ.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც ცერცვაძეს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.