გიორგი ვოლსკი: ახალმა პარლამენტარებმა ინფორმაცია მოისმინეს ჩვენგან, ვინც პარლამენტში 4 წელი გავატარეთ

მმართველი პარტიის წარმომადგენლები გასვლით სხდომას კაჭრეთში მართავენ. „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, შეხვედრა არ უკავშირდება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს.

„დღევანდელი ფორმატი არ ითვალისწინებს საკანონმდებლო ან სამთავრობო სტრუქტურებში თანამდებობების განხილვის თემას. ახალი პარლამენტარები გარკვეულ კითხვებს სვამენ და ინფორმაცია, ანგარიში მოისმინეს ჩემგან, ეკა ბესელიასგან, ზვიად ძიძიგურისგან, იმ ხალხისგან ვინც პარლამენტში 4 წელი გაატარა”,- განაცხადა ვოლსკიმ.
წყარო:reportiori.ge

Comments
Loading...