გიორგი ვოლსკი: წართმეული უნდა დაბრუნდეს!

„წართმეული უნდა დაბრუნდეს”, – ასე ეხმაურება „რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2″ პარტიული ტელევიზიაა, ხელისუფლების ინტერესებში ყოველთვის იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვა როგორც მესაკუთრის მიმართ, ასევე ადამიანის მიმართ, რომელსაც უფლებები შეელახა.

„თუ მე ეს გადაწყვეტილება მომწონს, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ქიბარ ხალვაშის მხარეს ვიყავი და არა „რუსთავი 2″-სკენ. ადამიანს არ უნდა წაართვა ქონება. ეს ყველამ უნდა იცოდეს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Comments
Loading...