„გირჩი“ ხარ თუ ნაძვის ხე, წადი კოჯრის ტყეში და დავარდი“ – მწვავე დაპირისპირება „კავკასიის“ ეთერში

ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ ეთერში, პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძესა და ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კამათი მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის თემას მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც, კაკაბაძემ „გირჩის“ წარმომადგენელს „დაქირავებული მონა“ უწოდა.

„ჩაიკმინდე ხმა, აყვანილო, დაქირავებულო, გაყიდულო კაცო. ვის ელაპარაკები?! ხალხი გამწარებულია და მოგივარდება. კურკლი ხარ ვიღაცის. ხალხი გამწარებულია, „გირჩი“ ხარ თუ ნაძვის ხე, კოჯრის ტყეში წადი და დავარდი“, – მიმართა კაკაბაძემ „გირჩის“ წარმომადგენელს.

Comments
Loading...