გირჩის ოფისში დათესილმა მარიხუანამ იხარა
როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის ოფისში მარიხუანა დათესეს. ამ გზით აქციის მონაწილეებმა მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. შსს-მ გამოძიება სსკ 265-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, არავინ დაუკავებია. პარტია, 8 დღის შემდეგ, ამოსული მცენარის ფოტოებს აქვეყნებს.