“გირჩმა” ქუთაისში “ბიბლიური თავისუფლების” 50 სიგელი გასცა

“გირჩმა” ქუთაისში “ბიბლიური თავისუფლების” 50 სიგელი გასცა. “გირჩის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობების გაცემა მანამ გაგრძელდება ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

“50 ადამიანზე გავეცით სიგელები იმისთვის, რომ მათ თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს. ყველაზე მეტი სიგელი ქუთაისში გაიცა. ასევე რაიონებშიც. ამას გავაგრძელებთ მანამ საჭიროებაა. ამ საქმიანობის გამო ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით, არანაირი სახის შენიშვნა და ზეწოლა არ განხორციელებულა, აღნიშნული საქმიანობის გამო”,- აღნიშნა ციმციშვილმა.

წყარო: ipress.ge

Comments
Loading...