გიუმრიში რუსული ბაზის თანამშრომლები გაიფიცნენ

სომხეთში, გიუმრის 102-ე რუსული ბაზის მომსახურე პერსონალი გაიფიცა. როგორც ცნობილია. ბაზის 100-მდე თანამშრომელი დღეს დილით სამსახურში არ გამოცხადდა. მიზეზი კი ის არის, რომ ისინი გასული 3 თვის ხელფასის გაცემას მოითხოვენ.

“ჩვენთვის არ გადაუხდიათ თებერვლისა და მარტის ხელფასი. აპრილის ხელფასი კი წესით 15 მაისამდე უნდა მოგვცენ, თუმცა ჯერ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია. მოსკოვიდან თანხა გამოაგზავნეს, თუმცა მან ჩვენამდე ვერ მოაღწია”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

არსებული ინფორმაციით, გაფიცულებმა სამხედრო ბაზასთან აქცია გამართეს. მათ სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს.

როგორც ცნობილია, გაფიცულები კონტრაქტით მუშაობენ და ბინების მომსახურება ევალებთ.   მათ შრომით ანაზღაურებას რუსეთი უზრუნველყოფს,, თუმცა ისინი ხელფასს სომხურ დრამებში იღებენ.მათი ინფორმაციით, კომპანია, რომელიც მათივე დაფინანსებას უზრუნველყოფდა, გაკოტრდა. ერთ-ერთი გაფიცულის თქმით, ისინი უკცვე ორი თვეა კონტრაქტის გარეშე მუშაობენ და გამორიცხული არ არის, რომ ხელფასი საერთოდ არ მისცენ.
რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის მეთაური ვლადიმერ ელკანოვი მომიტინგეებთან გამოვიდა, მათ მოუსმინა და განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ მისთვის უცნობი იყო. სამხედრო მეთაური გაფიცულებს  პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

 

Comments
Loading...